თეგი: ელიზაბეტ მეორე

ბრიტანეთის დედოფალი საჯაროდ ხუთი თვის შემდეგ გამოჩნდა

ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II პირველად გამოჩნდა საჯაროდ ხუთი თვიანი პაუზის შემდეგ. ამის შესახებ nbcnews წერს.  გამოცემის ინფორმაციით, 29 მარტს ბრიტანეთის დედოფალი მეუღლის, პრინც ფილიპის ხსოვნის პარაკლისს დაესწრო. პრინცი ფილიპი 2021 წლის აპრილში გარდაიცვალა. ღონისძიებაზე 97 წლის დედოფალი ვაჟის, პრინც ენდრიუს თანხლებით მივიდა, ხელჯოხზე დაყრდნობილი. დიდ ბრიტანეთში 2022 წელს დედოფალ ელიზაბეტ II-ის ტახტზე ასვლიდან 70 წელი სრულდება. მთავარი ზეიმი ივნისში გაიმართება, თუმცა უცნობია, როგორ მიიღებს მონაწილეობას თავად დედოფალი.

ელისაბედ მეორემ სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

 წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან ჩვენი ქვეყნები ორმხრივი თანამშრომლობის 30 წელს აღნიშნავენ. გლობალური გამოწვევების ფონზე, მომავალს იმედიანად ვუყურებ, - დედოფალი ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „თქვენო აღმატებულება, მსურს მოგილოცოთ დღევანდელი დღე და საუკეთესო სურვილებს ვუთვლი საქართველოს მოსახლეობას. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან ჩვენი ქვეყნები ორმხრივი თანამშრომლობის 30 წელს აღნიშნავენ. გლობალური გამოწვევების ფონზე, მომავალს იმედიანად ვუყურებ“, – აღნიშნულია დედოფალ ელისაბედის მილოცვაში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს  

ჯო ბაიდენი დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვას დაესწრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის დედოფლის დაკრძალვის თარიღი, ბუკინგემის სასახლეში გამოცხადდა როგორც ცნობილია, დაკრძალვის ცერემონიას ჯო ბაიდენი მეუღლესთან, ჯილ ბაიდენთან ერთად დაესწრება. დაკრძალვის ცერემონიაზე ბაიდენი დელეგაციის გარეშე ჩავა. დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედოფლის ცხედარის ლონდონში გადასვენების პროცესს მისი ქალიშვილი, პრინცესა ანა დაესწრება. ეს დღე ყველა ბრიტანელისთვის დასვენების დღედ გამოცხადდება. ელისაბედ II ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქი იყო. ცნობისთვის, პრინცესა ელისაბედი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე მამის, ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა. 1940 წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ელისაბედმა პირველად მიმართა ხალხს ოფიციალურად და განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა მეორე მსოფლიო ომი კარგად დასრულებულიყო. 1947 წელს ელისაბედი დაქორწინდა პრინც ფილიპზე და მისგან ოთხი შვილი: ჩარლზი, ენი, ენდრიუ და ედუარდი ჰყავს. 1952 წლის 6 თებერვალს, როცა ფილიპი და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ ჯორჯ მეექვსე გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით.